ნინო ბაგრატიონი
ასისტენტ პროფესორი
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობით ,,კერამიკისა და ცეცხლგამძლე მასალების ქიმიური ტექნოლოგია". ბავშვობაში ვცხოვრობდი კერამ კომბინატთან ახლოს და თავისუფალ დროს ვაკვირდებოდი იქ მიმდინარე პროცესებს. ნაწილობრივ ამანც იმოქმედა პროფესიის არჩევაზე. შემდგომ გაჩნდა კითხვები, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა გარემოზეც ქიმიურ პროცესებს და 1990 წელს დამთავრებისთანავე დავიწყე გარემოს დაცვის კათედრაზე მუშაობა უმცროს მეცნიერ თანაშრომლად. გარემოს დაცვა სულ უფრო აქტუალური ხდებოდა 21 საუკუნეში და 2013 წელს ავირჩიე სადისერტაციო თემა: დარიშხანის სამრეწველო ნარჩენების განთავსების პირობების შესწავლა და მათი გავრცელების არეალის ეკოლოგიური შეფასება. დღესაც ვაგრძელებ გარემოს დაცვის კუთხით აქტიურ მუშაობას.
- დაინტერესებული ვარ ეკოლოგიური პრობლემებით. სადღეისოდ საქართველოში ნივთიერებათა ტოქსიკურობის დასახასიათებლად გამოიყენება მათში სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით განსაზღვრული მავნე ელემენტების საერთო შემცველობა, რაც არ არის მართებული, ვინაიდან ეს ელემენტები ნარჩენებსა და ნიადაგში სრულიად სხვადასხვა შენაერთების სახით შეიძლება არსებობდეს, რაც განაპირობებს ნივთიერებათა სრულად განსხვავებულ ტოქსიკურობას მავნე ელემენტების ერთი და იგივე შემცველობის დროს.. განსაზღვრული მავნე ელემენტების საერთო შემცველობა, რაც არ არის მართებული