ლამარა ასლამაზიშვილი

1982 - 2013 წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასწავლის საქართველოს ისტორიას. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. იკვლევს საკითხებს ქართული ემიგრაციის ისტორიიდან. დაინტერესებულია ქალთა უფლებებით, ქართველ ქალთა მდგომარეობით, მათი უფლებებით, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებით. გამოცემული აქვს სახელმძღვანელო და მონოგრაფიები.

სამეცნიერო ინტერესები
  • ქართული ემიგრაცია საფრანგეთში; ქალები მშვიდობისა და პოლიტიკის სფეროში; ქალთა უფლებები და საერთაშორისო ორგანიზაციები; ძალადობა ქალების წინააღმდეგი