ვარ მოტივირებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, თვითმყოფადი პიროვნება, რომელსაც შეუძლია როგორც გუნდთან ერთად მუშაობა, ასევე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.
რაც შეეხება კვალიფიკაციას, ვარ იურისტი, მაქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ვარ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. ჩემი განათლება და მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს საშუალებას ჩავერთო საქმეში, როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსების მიმართულებით.
მოცემულ მომენტში ვარ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფინანსური მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორი, ვუძღვები სალექციო კურსს საბანკო სამართალსა და დაზღვევის სამართალში.
ვარ პასუხისმგებლიანი და სამართლიანი.
- ჩემი კვლევითი ინტერესი მოიცავს საბანკო სამართლისა და დაზღვევის სამართლის მიმართულებით არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას.