ირინე გელეიშვილი
ასისტენტ პროფესორი
მე, ირინე გელეიშვილი, შთამომავლობით ქიმიკოსი ვარ, ვაგრძელებ ჩემი ოჯახის სამეცნიერო ტრადიციებს და ვამაყობ ჩემო პროფესიით.
მეცნიერებისა და კერძოდ ქიმიისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იწყება, მაშინ როდესაც მამაჩემი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მადნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში. არდადეგების პერიოდში ინტერესით ვაკვირდებოდი ტექნოლოგიურ პროცესებს, ასე, რომ ქიმია ჩემთვის არა მარტო მეცნიერებაა, არამედ ცხოვრების ნაწილიც. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მამის გზას უნდა გავყოლოდი და ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მიღებულმა ცოდნამ, მაფიქრებინა, რომ ჩემი მოკრძალებული სიტუვა მეთქვა წარმოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რასაც გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება გულისხმობს.
დავრჩი გარემოს დაცვის კათედრაზე, სადაც დავიწყე ლაბორანტად მუშაობა. 2013 წელს ჩავაბარე დოქტურანტურაში. ჩემი სამეცნიეერო საქმიანობა დავუკავშირე ჭიათურის მანგანუმშემცველი ნედლეულისა და მადნეულის პირიტის კონცენტრატის ერთობლივ ავტოკლავურ გადამუშავებას და თანმდეგი პროცესების შეფასებას გარემოზე.
- დაინტერესებული ვარ ეკოლოგიური პრობლემებით. მრეწველობის განვითარების შედეგად გამოწვეული გაზრდილი რაოდენობის ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედება ატმოსფეროზე, ჰიდროსფეროზე და ლითოსფეროზე. ნარჩენების მეორადი გადამუშავება, ტექნოლოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი CO2-ის უტილიზაცია.