1991 წელს დავამთავრე ქ. თბილისის ფიზ-მათ. გიმნაზია; 1996 წ. მომენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია (თსუ), 1997 წ. სამართალმცოდნის (თსუ) და მენეჯერის კვალიფიკაცია (სტუ), 1998-2002 წწ. ვსწავლობდი ასპირანტურაში სტუ-ში, 2003-2005 წწ. - ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტში, 2008 წ. მომენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი (სტუ).
შრომითი საქმიანობა დავიწყე სტუ-ში 1997 წ. 2005-2007 წწ. ვიყავი შპს “ოჯთ“ სტატისტიკის, კონტროლისა და ანალიზის დეპარტამენტის მთ. ეკონომისტი, 2007-2015 წწ. სს “პრივატბანკის“ ბექ-ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, საანგარიშსწორებო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი, 2016-2021 წწ. სტუ-ს ასოც. პროფესორი (მოწ.), 2021 წ.-დან დღემდე ვარ სტუ-ს პროფესორი.
2002 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას. ჩემი კვლევის ინტერესი ძირითადად მოიცავს კვლევის მეთოდებს, ბიზნესის ანალიზს.
- კვლევის მეთოდები
- ბიზნესის ანალიზი
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები