ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, აკადემიური დოქტორი.
სხვადასხვა დროს ვიყავი ოთხი პროექტის შემსრულებელი.
ჩემი სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია: 1. საინფორმაციო სისტემები; 2. ციფრული განათლება.
ვკითხულობ ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე შემდეგ დისციპლინებში: 1. მონაცემთა ბაზების აგების საფუძვლები; 2. მონაცემთა ბაზების დაპროექტება.
ვკითხულობ ლექციებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში.