დავიბადე 1963 წლის 01 სექტემბერს ქ.სოხუმში. დავამთავრე ქ. სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა. 1981წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის,სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობაზე, რომელიც დავამთავრე წარჩინებით 1986 წელს. მივიღე ინჟინერ-მშენებელის კვალფიკაცია. 1986 წლიდან ვმუშაბდი ქ.სოხუმის №5 ჰიდროსოფლმშენის საპროექტო ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე 1994 წლამდე. 1994 წლის 14 აგვისტოდან აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო ვარ იძულებით გადაადგილებული პირი. მეუღლე - შელია ელგუჯა გარდამეცვალა 1994 წელს. 1995 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 2011 წელს ჩავაბარე სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტურში,ამჟამად ვარ მესამე კურსის დოქტორანტი. გამოქვეყნებული მაქვს ოთხი სამეცნიერო სტატია და თანაავტორი ვარ 2019 წელს გამოცემული ,,მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოებისათის " (თეორიული მექანიკა) სახელმძღვანელოსი. 2017 წელს კონკურსით გავედი სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი №101-ში ასისტენტის თანამდებობაზე, პარალელურად ვმუშაობ №101 დეპარტამენტში სპეციალისტად.
მყავს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.
ჩემი ინტერესებია: მუსიკა, კულინარია, ფლორა და ფაუნა.
- არაერთგვაროვანი ტრანსვერსალურად იზოტროპული სხეულებისათვის თერმოელექტროდრეკადობის თეორიის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები. მექანიკაში მათემატიკური მოდელირება.