დავამთავრე კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა ინტერნატი, სწავლა გავაგრძელე სპი-ს ფიზიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი ვიმუშავე სპეციალობით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო შევიცვალე პროფესია და 15 წელი ვმუშაობდი ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალის რედაქტორად. ყოველთვის ვცდილობდი საკუთარი თავის განვითარებას, ამიტომ სწავლა განვაგრძე სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტურაში წყლის ინჟინერიის სპეციალობაზე. ჩემი ინტერესის სფეროა ჩამდინარე წყლების მედიკამენტოზური დაბინძურება. ჩამდინარე წყლებში მოხვედრილი ფარმაცევტული წარმოების ნარჩენები. ადამიანის მიერ მოხმარებული მედიკამენტები და მათი მეტაბოლიტები, დიდ საშიშროებას უქმნის მოსახლეობას და გარემოს. ფარმაცევტული ნაერთების უარყოფითი გავლენა ველურ ბუნებასა და ეკოსისტემაზე მეტწილად უცნობია, ვინაიდან ეს ნაერთები კანონით დადგენილი დოზებისა და მოქმედების ხანგრძლივობის თვალსაზრისით, არავის შეუსწავლია. შეუსწავლელია აგრეთვე მათი გავლენა მას შემდეგ, რაც ისინი შეერევიან ბუნების სხვა ელემენტებს. ამ მიმართულებით კვლევები საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.
ჩვენი ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა მდინარე მტკვრის აუზი თბილისის რეგიონში. შესწავლილია ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჯგუფით - ბენზოდიაზეპინებით მდინარის დაბინძურება. მიღებული მონაცემების საფუძველზე რეკომენდირებული იქნა ჩამდინარი წყლების გაწმენდის ტექნოლოგიურ ციკლს დაემატოს კვანძი, რომელშიც ადსორბენტად გამოყენებული იქნება თიხები და მცენარე.
2019 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე "წყალმომარაგების ბუნებრივი წყაროების ხარისხის შეფასება მდინარე მტკვრის მაგალითზე".
2021 წლის ნოემბრიდან ვმუშაობ სამშენებლო ფაკულტეტის მენეჯერად. ასევე ვარ ჰიდროტექნიკის და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
- ეკოლოგია
- სუფთა წყალი
- ჩამდინარე წყლების გაწმენდის თანამედროვე მეთოდები
- თანამედროვე საშენი მასალები