ქეთევან ბერიაშვილი

ჩემი,როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევითი მუშაობა. ფაკულტეტზე არსებულ თითქმის ყველა პროგრამაზე მიმყავს ზოგადი ქიმიის, ასევე ზოგადი და არაორგანული, ზოგადი და ორგანული, ზოგადი და ანალიზური ქიმიის, როგორც სალექციო,ასევე სასემინარო და ლაბორატორიული კურსები. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოში გავრცელებული ცეოლითშემცვლი ქანების შესწავლასა და მის გამოყენებაზე სოფლის მეურნეობაში. ამ თემას მიეძღვნა ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც. ამ მიმართულებასთან ერთად ჩემს მაგისტრანტებთან ერთად ვმუშაობ სხვადასხვა თემებზე,როგორიცაა კურკოვანი და კენკროვანი კულტურების შენახვის, სწრაფი გაყინვის ტექნოლოგიების შემუშვება, ასევე ამ კულტურების გამოყენების შესაძლებლობა სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის დამზადების პროცესში. მაქვს კავშირი ზოგიერთი აგროტექნოლოგიური პროცესების შესწავლასა და განვითარებასთან.მაქვს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება. ვფლობ ანალიზის ქიმიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და ინსტუმენტალურ მეთოდებს

სამეცნიერო ინტერესები
  • ხილისა და ჯენკროვანი კულტურების შენახვა,სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია.კენკროვნების გამოყენება სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიაში
  • ხილის დამწიფების პროცესში მჟანგველ -აღმდგენელი ფერმენტების აქტივობის შესწავლა