თამარ ხინიკაძე-გვარამია - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სტუ-ს აღრიცხვა, ანალიზის და აუდიტის
დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს შემოუერთდა 2017 წელს.
2017 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. უძღვებოდა ლექცია-სემინარებსა და
ლაბორატორიულ მეცადინეობებს შემდეგ საგნებში: ეკონომიკური ანალიზი, გადასახადები და
გადასახადებით დაბეგვრა, ფინანსური აღრიცხვის კომპიუტერული სისტემები, ამჟამად მიყავს
სასწავლო კურსი ინფორმაციული ტექნოლოგოების აღრიცხვისა და მენეჯერული აღრიცხვის
მიმართულებით. ხელმძღვანელობს საკვალიფიკაციო სამაგისტრო და საბაკალავრო კვლევებს
ბიზნესის ადმინისტრირებაში. მონაწილეობა მიიღო Iowa State University Center of
Excellence in Teaching and Learning ,Erasmus plus და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარე კვალიფიკაციის ასამაღლებელ
ტრენინგებში, სემინარებსა და ვორქშოფებში შრომითი საქმიანობა დაიწყო 2006 წლიდან, აქვს ბუღალტრად მუშაობის 9 წლიანი
გამოცდილება. 2014 წლის 5 ივლისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფასიანი
ქაღალდების სახელმწიფოებრივი რეგულირება თანამედროვე პირობებში“
მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე
ადგილობრივ რეფერირებად და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს
სტატიები. აღნიშნულ სტატიებში გამოკვლეულია და გამოკვეთილია ფასიანი ქაღალდების
სახელმწიფოებრივი რეგულირების საკითხები, ფასიანი ქაღალდების როლი ტურიზმის
განვითარებაში, ტექნოლოგიები მცირე და საშუალო ბიზნესში, ბრექსიტის შედეგები ინგლისში,
გადასახადების რეფორმის შედეგები და სხვა.
ის ყოველთვის მზადაა ელ-ფოსტით ან ნებისმიერი სოციალური ქსელით გამოხმაურებაზე, თუ რომელიმე სტუდენტს მასთან საუბარის სურვილი ექნება.
ამჟამად მისი კვლევის სფეროა მცირე ბიზნესის ეფექტიანი მართვა, საოჯახო ტიპის
სასტუმროებისა და სოფლის-მეურნეობის კოოპერატივების პოტენციალის შესწავლა, ასევე შიდა აუდიტის პროცედურების კვლევა ბანკებში.
- მენეჯერული აღრიცხვა, ციფრული ტექნოლოგიები აუდიტსა და აღრიცხვაში,ფასიანი ქაღალდების ბაზარი ,საგადასახადო კანონმდებლობა და ა.შ.
- საგადასახადო რეფორმა,მისი შედეგები საქართველოში, ბრექსიტის შედეგები ბრიტანეთში
- შიდა აუდიტის პროცედურები ბანკებში