ქეთევან როყვა

ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 1986 წელს წარმატებით დავამთავრე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1991 წელს დავიცავი დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: "სასუქების გავლენა ატმის ნერგის ზრდა-განვითარებასა და გამოსავლიანობაზე". ასევე ვიყავი სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის პედაგოგი და სამეცნიერო-კვლევითი საკოორდინაციო სამსახურის უფროსი.

2014 წლიდან დღემდე ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ვხელმძღვანელობ ფაკულტეტის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამას "აგრონომია". ჩემს მიერ შედგენილი სილაბუსებით მიმდინარეობს სწავლება ბაკალავრიატის საფეხურზე. ვმონაწილეობ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში როგორც დამოუკიდებლად, ასევე ბაკალავრებთან, მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად. ვარ სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, წევრი, 47 სამეცნიერო ნაშრომის , მათ შორის სასწავლო-მეთოდური მითითებების ავტორი. მიმყავს საბაკალავრო, სამაგისტრო სასწავლო კურსები აგროინჟინერიის, აგრონომიის, აგრარული ტექნოლოგიების, მევენახეობისა და ენოლოგიის სპეციალობით.

კვლევის ინტერესი:

  • აგრონომია
  • ორგანული სოფლის მეურნეობა
  • სოფლის მეურნეობის კულტურების მოვლა-მოყვანა


სასწავლო კურსები, რომელსაც ვუძღვებოდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

  • ერთწლიანი დად მრავალწლიანი კულტურები
  • მელიორაციული მიწათმოქმედება
  • სასათბურე მეურნეობის ექსპლოატაცია და მართვა
  • მემცენარეობა
  • საკვები კულტურების მართვა
  • სოფლის მეურნეობის კულტურების მოვლა-მოყვანა, პროდუქტიულობა და მართვა
  • ორგანული სოფლის მეურნეობა
  • აგრონომიის საფუძვლები