ასოცირებული პროფესორი

დავიბადე 1981 წლის 20 აპრილს. 2002 წელს დავამთავრე საქარ­თველოს ტექ­ნიკუ­რი უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფი­კა­ცი­ით. 2016 წელს დავამთავრე საქარ­თველოს ტექ­ნიკუ­რი უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მაგისტრატურა ჰიდროენერგეტიკის სპეციალობით. 2019 წელს საქარ­თველოს ტექ­ნიკუ­რი უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მომენიჭა გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების დოქტორის აკადემიური ხარისხი (სადოქტორო ნაშრომი დაცულ იქნა ინგლისურ ენაზე). 2017 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტში ჯერ ასისტენტ პროფესორად, ხოლო 2021 წლიდან ასოცირებულ პროფესორად. ვარ პრაქტიკისა და საბაკალავრო პროექტების ხელმძღვანელი.გამოქვეყნებული მაქვს ორი სტატია და მონაწილეობა მაქვს მიღებული ოთხ საერთაშორისო კონფერენციაში. 2003 - 2005 წლებში ვხელმძღვანელობდი ა/ო "ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა გაერთიანებას". ვმუშაობდი შპს "სინათლის ქალაქში", "საქართველოს რკინიგზაში", შპს "ზიმოში", შპს" გლობალ ტრანზიტ კორპორაციაში".

სამეცნიერო ინტერესები
  • ლიანდაგის ზედა ნაშენის ელემენტების მუშაობის პირობების შესწავლა რთულ სამთო პირობებში
  • ასინქრონული წევის ძრავები
  • წევის ქვესადგურები