ფიქრია დიდებაშვილი

დავიბადე 1966 წელს ქ. თბილისში. 1983 წელს დავამთავრე თბილისის მე-16 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1988წელს და გავხდი სოციალური ფილოსოფიის მიმართულების ასპირანტი. 2009 წლის 27 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიცავი დისერტავია და მომენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 2013 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიისა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ჩემს სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს სოციალური ფილოსოფიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები.

სამეცნიერო ინტერესები
  • ვმუშაობ სოციალურ ფილოსოფიაში,, ოჯახის სოციოლოგიის, ოჯახური კონფლიქტების, მცირე სოციალური ჯგუფების მიერ ეფექტური მართვის საკითხებზე