თბილისის 150-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ1984 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, საღამოს დასწრებულზე. თითქმის პირველივე კურსიდანვე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე,თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე ლაბორანტად. ხოლო 2011 წლიდან გადაყვანილ იქნა უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიაში. 1991 წელს ჩაირიცხა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის დაუსწრებელ სწავლების იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დავასრულა წარჩინებით და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. 2009 წელს ჩაირიცხა სტუ-ს, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე დოქტორანტურაში, რომელიც დაასრულა 2012 წელს. და დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,თბოგენერატორების შესაძლო ავარიების სისტემური ანალიზი და პროფილაქტიკა". რის შედეგადაც მიენიჭა ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2013 წლიდან დღემდე არის სტუ-ს, თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის თემაზე აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებული სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფორუმებზე, არის ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციისა ,,ენერგეტიკა და გარემო“ რომელიც ჩატარებულ იქნა 2018-2019 წლებში სტუ-ს, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. კონფერენცია მიეძღვნა აღნიშნულ თემატიკას, რისთვისაც გადაეცა დიპლომი გაწეული ღვაწლისთვის.კონფერენციას მხარი დაუჭირეს სხვადასხვა უწყებებმა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ენერგოეფექტურობის ცენტრმა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, „თელასი“-მა, „საქრუსენერგო“-მ, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ . დიდი შრომა აქვს გაწეული სტუდენტთა ხელმძღვანელობისათვის სამეცნიერო კონფერენციებში ჩართვისა და მონაწილეობისათვის, ასევე სასწავლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვაში.2020-2021 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ რეგიონალურ, თუ საერთაშორისო საკონფერენციო ფორუმებში.2021 წლის 27-28 მაისს მისი თანაორგანიზატორობით, მიუხედავად პანდემიისა ჩატარებულ იქნა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია:,,ენერგეტიკა და გარემო". კონფერენციას მხარი დაუჭირა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ.
- ალტერნატიული, განახლებადი ენერგორესურსების კვლევა
- ენერგოეფექტურობა
- სითბო-სიცივით მომარაგების სისტემების კვლევა
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები