ვარ სისხლის სამართლის სფეროს პროფესორი და უნივერსიტეტის ლექტორი, რომლისთვისაც სამართალი წარმოადგენს არა მხოლოდ აკადემიურ ინტერესს, არამედ ცხოვრებისეულ მოწოდებას. მრავალი წლის განმავლობაში ვსწავლობ და ვასწავლი სისხლის სამართალს, განსაკუთრებული ყურადღებით განვიხილავ სამართლებრივი პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას. სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის არის პასუხისმგებლობა და შანსი — განვავითარო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება მომავალ იურისტებში. პარალელურად ვმუშაობ კვლევით სფეროში და ვმონაწილეობ სხვადასხვა სამართლებრივ დისკუსიებსა და ექსპერტულ შეფასებებში. სამართლის სფეროში ხარისხიან განათლებას ვთვლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად.

სამეცნიერო ინტერესები
  • საქართველოს სისხლის სამართალი
  • საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი
  • შედარებითი სისხლის სამართლის პროცესი
  • მტკიცებითი სამართალი