ქეთევან სალუქვაძე

ქეთევან სალუქვაძე - არქიტექტურის დოქტორი. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული-პროფესორი. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, სპეციალობით „არქიტექტურა“, 2005-2007 წლებში წარჩინებით მაგისტრატურა. 2013 წელს მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

     2005-2008 წლებში მუშაობდა სამშენებლო მკომპანია „არსში“ არქიტექტორად, ამავე წლებში იმუშავა ქ.ბათუმში თბილისის მოედნის და ჭავჭავაძის ქუჩის რეკონსტრუქციის წინადადებაზე . 2016-2019 წლებში იმუშავა შპს „საპროექტო საკონსულტაციო კომპანია „ბითი“-ში არქიტექტორად და „ქალაქ მცხეთის მდ. მტკვარზე გადსასავლელი ისტორიული ხიდის რეკონსტრუქციის“ არქიტექტურული ნაწილის ავტორია.  ხოლო 2012 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. 2013 წლიდან იყო ინტერიერისა და დიზაინის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი და 2016 წლიდან დღემდე არის ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია სასწავლო კურსის: „არქიტექტურული დისკურსი და ინტერიერი“ და მიჰყავს სალექციო, სასემინარო და პრაქტიკული მეცადინეობები. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია არაერთი საკონფერენციო სტუდენტური ნამუშევრები და დაჯილდოებულია უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი დიპლომებით. ასოცირებული პროფესორი ქეთევან სალუქვაძე ხელმძღვანელობს მაგისტრანტებს და ეწევა პრაქტიკულ საპროექტო საქმიანობას ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. 2022 წლიდან არჩეულია საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრად.


სამეცნიერო ინტერესები
  • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი
  • ეკოლოგია და არქიტექტურა
  • ეკო ინტერიერის და მიკროკლიმატის რეგულირების საკითხები
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვება
  • ვიზუალური ხელოვნება