მე, თეა ბარამაშვილი დავიბადე 1983 წლის 21 აგვისტოს.
2000 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სპეციალობით ,,ბეჭდვითი ნაწარმის ტექნოლოგია და კომპიუტერული გრაფიკული სისტემები", რომელიც წარჩინებით დავამთავრე 2005 წელს.
2005-2007 წ.წ. ასევე, წარჩინებით დავამთავრე მაგისტრატურა და მომენიჭა პოლიგრაფიის მაგისტრის ხარისხი.
2008-2011 წ.წ. დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,თანამედროვე ბეჭდვითი მედიის სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემები და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციები", მომენიჭა - მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2007 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
ამჟამად ვარ, მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი; სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა"-ს ტექნიკური რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (,,ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები" და ,,გრაფიკული დიზაინის შესრულება") ხელმძღვანელი; სამეცნიერო ნაშრომების; კონფერენციებში მონაწილების; გამოგონებების; სახელმძღვანელოების; დამხმარე სახელმძღვანელოების და სილაბუსების ავტორი; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი.
გავლილი მაქვს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები.
მყავს მეუღლე და ორი შვილი.
- სამეცნიერო კვლევის ინტერესებს წარმოადგენს გეომეტრიული გარდაქმნა ინვერსია, რომლის საფუძველზეც გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით შექმნილია ტამპონური საბეჭდი მოწყობილობის სასარგებლო მოდელი, რომელიც განეკუთვნება პოლიგრაფიულ მრეწველობას, კერძოდ, ტამპონურ საბეჭდ მანქანებს, რომლებიც გამოიყენება ფურცლოვანი მასალების ან მოცულობითი ნაკეთობების პოლიგრაფიული გაფორმებისათვის. სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია კონსტრუქციის გამარტივება, საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუმჯობესება და ბეჭვდის ხარისხის ამაღლება. ამ საკითხებზე, ჩემს მიერ კონსტრუირებულია და კვლევის და ანალიზის საფუძველზე შექმნილია 5 მექანიზმი, რომელიც გამოგონების საქპატენტით დასტურდება.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები