ასოცირებული პროფესორი
ლაშა ქობულია

2002 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული არქიტექტურულ საქმიანობაში. არქიტექტორის ასისტენტის პოზიციიდან დაწყებული ვიმუშავე მრავალ საპროექტო ორგანიზაციაში.

დაპროექტებული ობიექტების სია მრავალფეროვანია. ერთბინიანი საცხოვრებელი სახლებიდან დაწყებული საზოგადოებრივი შენობებით დამთავრებული.

უწყვეტი პროფესიული გამოცდილება დიდ უპირატესობას მანიჭებს ნებისმიერი არქიტექტურული დავალების დაძლევაში.

2013 წლიდან პარტნიორებთან ვაფუძნებ საკუთარ კომპანიას ხოლო 2017 წლიდან გავხსენით საკუთარი ოფისი, სადაც წარმატებით დაპროექტდა

არაერთი შენობა, როგორც საცხოვრებელი ასევე საზოგადოებრივი.

2015 წლიდან ეტაპობრივად მოხდა საგანმანათლებლო სისტემაში ჩემი შემოსვლა. დიზაინის საერთაშორისო სკოლაში.

2017 წლიდან კი ასოცირებული პროფესორის სტატუსით ვკითხულობ ლექციებს. ინტერიერის და ავეჯის დიზაინი.

2023 წლიდან, როგორც დიზაინის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენელი არჩეული ვარ ს.ტ.უ.-ს აკადემიური საბჭოს წევრად.

მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში, ვორქშოპებში და გამოფენებში.

სამეცნიერო ინტერესები
  • არქიტექტურა, დიზაინი,
  • პროდუქტის დიზაინი