მაია სეხნიაშვილი - პროფესორი, მხატვარი.
მე, ვხელმძღვანელობ სახვითი ხელოვნების დეპარტამენტს, სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. მომავალ არქიტექტორებს ვასწავლი ხატვასა და ფერწერას, რათა მათ განუვითარო მოცულობითი ხედვა, ფანქრისა და ფერის (მასალის )ფლობის უნარები, რაც დაეხმარება კრეატიული აზროვნების განვითარებაში.
35 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი. ჩემი მუშაობის პერიოდში არქიტექტორთა რამოდენიმე თაობა გაიზარდა, და სიამაყით მინდა ავღნიშნო რომ ბევრი მათგანი ღირსეულ პროფესიონალად ჩამოყალიბდა.
მიყვარს ჩემი პროფესია და დიდ სიამოვნებას მგვრის სტუდენტებთან ურთიერთობა.
ვარ მხატვართა კავშირის წევრი. ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენებში . ვარ აქტიური და კომუნიკაბელური. ვცდილობ არ ჩამოვრჩე დროს და ახალ ტექნოლოგიებს, ავიმაღლო კვალიფიკაცია.
- სახვითი ხელოვნება
- არქიტექტურა
- დიზაინი
- არქეოლოგია