მე, ხათუნი ამყოლაძე ვარ მექანიკის ინჟინერიის სფეროს სპეციალისტი. ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აფელირებული ასოცირებული პროფესორი მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილებით. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (1995, წარჩინებით), სადაც ასევე გავიარე მაგისტრატურა და ასპირანტურა და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
ამჟამად ვიკავებ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის „მექანიკის ინჟინერია და სამრეწველო ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ჩემი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მექანიკის, მექატრონიკისა და სამრეწველო ტექნოლოგიების მიმართულებით სასწავლო და სამეცნიერო პროცესების ორგანიზებას.
გამოვირჩევი ანალიტიკური აზროვნებით, აკადემიური ლიდერობითა და საინჟინრო პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარით.
მყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.
- მექანიზმების და მანქანების ახალი სტრუქტურული და კონსტრუქციული სქემები, კვლევის მეთოდები და მეთოდიკები.
- მექატრონიკა.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები