2005 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ლაბორანტის, სპეციალისტის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობებზე საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ჩემი ავტორობით (თანაავტორობით) დამუშავებულია 35 სამეცნიერო სტატია და 4 სახელმძღვანელო. აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, როგორც მომხსენებლის, ასევე საორგანიზაციო და პროგრამული კოლეგიის წევრის სტატუსით.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობა მოიცავს უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურებს: უმაღლესი პროფესიული განათლება და უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ-მეორე საფეხური. ვარ 2 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.
სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, 2018 წლიდან დღემდე ვარ სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" - ს უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. სატრანსპორტო პროცესების მომსახურების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების კომისიის წევრი.
- ტრანსპორტი