2018 წლის მეორე კვრტლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის საინჟინრო-გეოლოგიის განყოფილებამ დაიწყო კვლევით-სამეცნიერო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლიოსისებური ქანების გავრცელების არეალის დასადგენად და მათი თვისებების შესასწავლად 2018-2022 წლების პროგრამული პროექტის მიხედვით.საქართველოს ტერიტორიაზე ლიოსისებური ქანები ფართო გავრცელებით სარგებლობენ, რომლებიც ძირითადად შემდეგ ოლქებად შეიძლება დაიყოს: მდ. მტკვრის ზემო დინება (ასპინძა-ახალციხისზონა), მდ. მტკვრის შუადინება (შიდა ქართლისველი), მდ. მტკვრის ქვემო დინება (ქვემო ქართლის დეპრესია), მდ. იორის ზეგანი და მდ. ალაზნის ველი.
ლიოსისებური ქანები თავისი თვისებებით ძალზე განსხვავდებიან სხვა თიხნაროვანი წარმოშობის ქანებისგან, რაც ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ მათი სტრუქტურული აგებულება და ნივთიერი შემადგენლობა ანიჭებს ჩჯდომად თვისებებს, ანუ წყლოვან გარემოში მოხვედრის შემდეგ დამატებით ვერტიკალურ დეფორმაციებს განიცდიან, რაც უარყოფით შედეგებს იძლევა სამოქალაქო, ჰიდრომელიორაციული, ხაზობრივი და სხვა ნაგებობების მშენებლობის დროს.
პირველი ეტაპზე განხორციელდა ფონდური მასალის შესწავლა, რომლის საფუძველზე გამოვლინდა საქართველოში ლიოსისებური ქანების გავრცელების ზოგადი საზღვრები. მიღებული ინფორმაციის დახვეწისა და გაფართოების მიზნით მოეწყო სარეკოგნოსცირებო მარშრუტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში: ასპინძა-ახალციხე, გორი-კასპი და გურჯაანი-თელავის მიმართულებით. ჩატარდა დეტალური კვლევები მდ. მტკვრის ქვემო დინების ფარგლებში, რომელმაც ძირითადად ასპინძის რაიონი მოიცვა. მუშაოების პერიოდში დადგინდა ასპინძის რაიონის ტერიტორიაზე ლიოსისებური ქანების გავრცელების ზუსტი სასზღვრები, ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის აღებული იქნა 75 მონოლითის ტიპის ნიმუში, რომლებიც გადაიგზავნა ინსტიტუტის გეოტექნიკურ ლაბორატორიაში მათი დაჯდომადი თვისებების განსაზღვრის მიზნით.
საბოლოოდ, ჩატარებულმა კვლევებმა საშუალება მოგვცა დაგვედგინა ასპინძის რაიონის ფარგლებში ლიოსისებური ქანების გავრცელების საზღვრები, დაგვედგინა მათი ფიზიკური მახასიათებლები და დაჯდომადი თვისებები. მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ლიოსისებური ქანების გავრცელების რუკის შესაქმნელად და ამ ტერიტორიების ათვისებისათვის საჭირო რეკომენდაციების შესამუშავებლად.
- გეოლოგია
- საინჟინრო-გეოლოგია
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები