პროფესორი არჩილ ჭირაქაძე: იხილეთ სამეცნიერო ინტერესების ბმული!


სამეცნიერო ინტერესები
  • პროფესორი არჩილ ჭირაქაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი (ზოგადი ფიზიკის და არაწრფივი ოპტიკის კურსები), კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და სასწავლო სამეცნიერო ცენტრის „საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი“ დირექტორი. 2014-2019 წლებში იგი საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივესიტეტში აგრეთვე კითხულობდა ეკოლოგიური მონიტორინგის, ნარჩენების მართვის, საინჟინრო და სამრეწველო ეკოლოგიის დისციპლინების სალექციო კურსებს. იგი არის ასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის (6 მონოგრაფიის და წიგნის თავის, 91 სამეეცნიერო სტატიის და 10 დამხმარე სახელმძღვანელოს) და ექვსი პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი: გაკეთებული აქვს 40-მდე სიტყვიერი პრეზენტაცია 31 საერთაშორის კონფერენციაზე, აქვს წარმატებით გავლილი 6 საერთაშორისო ტრეინინგი და თავად აქვს ჩატარებული 20 ტრეინინგი ქიმიური და წყალმომარაგების უსაფრთხოების თემაზე. არჩილ ჭირაქაძე 1975 წლიდან ჩართულია აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ისეთ ცნობილ სამეცნიერო-სასწავლო ცენტრებში, როგორიცაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტი, სსრკ (რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის ლებედევის სახელობის ფიზიკის და ზოგადი ფიზიკის ინსტიტუტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანიის იენის უნივესრიტეტი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტ. წლების განმავლობაში იგი მონაწილეობდა ცნობილი მეცნიერების ნიკოლოზ ბასოვის, ალექსანდრე პროხოროვის, ბენციონ ვულის, ანრი რუხაძის, იური პოპოვის, იური ბეროზაშვილის ხელმძღვანელობით წარმართულ სამეცნიერო კვლევებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში პროფესორი არჩილ ჭირაქაძე აქტიურდა თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის წამყვან მეცნიერებთან მრავალი უაღრესად მაღალი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე მიმართულებით, როგორიცაა ზემაღალსიხშირული ქიმიური სინთეზი; კონტროლირებას კიურის ტემპერატურის მქონე ნანომასალები მიღება, ტესტირება და გამოყენება; დაბალხხარისხოვანი მადნებისა და სამთო-მომპევებელი და მეტალურგიული წარმოების ნარჩენებიდან მაღალხარისხოვანი შენადნობების და ლიგატურების (master alloys) მიღება; შესაბამისი თვისებების მქონე მქონე ნანომასალების და თხევდი კრისტალების საფუძველზე დამზადებული ნანოსითხეების გამოყენებით კიბოს საწინააღმდეგო კომპლექსური პრეპარატების და კომბინირებული საშუალებების (თვითრეგულირებადი მაგნიტური ჰიპერთერმია, ქიმოითერაპია, ფოტოდინამიური ზემომედება, ნეიტრონულ-ჰადრონული ნანოთერაპია შემუშავება და კვლევა; სინერგიული ფარმაცევტული და ინსექტიციდური კომბინირებული პრეპარატების და კომპლექსური საშუალებების შემუშავება და კვლევა; 137 Cs -ით დაბინძურებული ნიადგების მაღალეფექტური ფიტორემედიაციის ინოვაციური მეთოდების შემუშავება და ტესტირება; სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავების ინოვაციური მეთოდების შემუშავება და ტესტირება; ნანომასალების მიღების ახალი „მწვანე“ინოვაციური მეთოდების შემუშავება და ტესტირება და სხვა.
  • პროფესორ არჩილ ჭირაქაძის ჯგუფის ძირითადი სამეცნიეერო ინტერსები ჩამოყალიბდა შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი, საგრანტო და საცდელ-საკონსტრუქტორო პროექტების შესრულების შედეგად: სამურნეო ხელშეკრულება: ზემძლავრი ზემაღალსიხშირული გამოსხივების პარამეტრბის აბსოლუტური გაზომვა დიქლქტრიკულ და მაღალომიან ნახევარგამტარულ კრისტალებში წრფივი ელექტროოპტიკური ეფექტის გამოყენებით. საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო: ზემგრძნობიარე მოძრავი ჰიდროლოკაციური სისტმების არქიტექტურის, მგრძნობიარე ელემენტების და მონაცემთა შენახვის მოდულების შემუშავება. საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო: ზემგრძნობიარე სტაციონარული ჰიდროლოკაციური სისტმების არქიტექტურის, მგრძნობიარე ელემენტების დამონაცემთა შენახვის და დამუშავების მოდულების შემუშავება. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტექნოლოგიური გდადაიარაღების საინოვაციო პროექტი: ფერომეტალურგიული რკალური ღუმელებისთვის მაღალომიანი ანტრაციტიდან ექლექტროდული მასის დამზადების ერთსაფეხურიანი მეთოდის შემუშავება და გამოცდა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტექნოლოგიური გდადაიარაღების საინოვაციო პროექტი : ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სილიკომანგანუმის ქერქული წიდების მარალხარისხოვან შენადნობებად გადამუშავების ალუმინოთერმული მეთოდის შემუშავება და გამოცდა. საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი: რაჭასა და ქვემო სვანეთში განთავსებული დარიშხანშემცველი ნიადაგების და დარიშხანით დაბინძურებული ნიადაგების კვლევაა და რემედიაციის გეგმის შემუშავება. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიზნობრივი საგრანტო პროექტი # 5246: დარიშხანის ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გამოკვლევა და გარემოზე მოქმედი რისკების დადგენა აშშ გარემოს დაცვის სააგენტოს და უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ცეტრის საპარტნიორო პროექტი: P322b: სამთამადნო წარმოებასთან დაკავშირებული ლითონებით დაბინძურებისა და რისკების შეფასება, ინოვაციური სარემედიაციო ტექნოლოგიები საქართველოსა და უკრაინაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა საგრანტო პროექტი 2014#19/23.09.2013 ზემაღალი სიხშირის ველში მანგანუმის ოქსიდის კონცენტრატის ალუმინოთერმული და თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ძირითადი მახასიათებელი პარამეტრების კვლევა. საქართველო ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი #AR/375/3-171/12: ორგანული ნარჩენების უტილიზაცია სამრეწველო ენერგეტიკეული ნახშირწყალბადების მიღების მიზნით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა საგრანტო პროექტი #16/04/2016: მანგანუმის მადნის გამდიდრების შლამების მანგანუმის მონოოქსიდად სამრეწველო უტილიზაციის მაღალრენტაბელური ქიმიურ-მეტალურგიული კომპლექსური სამრეწველო დანადგარის მოქმედი პროტოტიპის შექმნა. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიზნობრივი საგრანტო პროექტი #6204: ნანომავთულების გაზრდის ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და გაზის ზემგრძნობიარე სენსორების შექმნა. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიზნობრივი საგრანტო პროექტი #7089 ახალი მასალების შექმნა კიბოს უჯრედების თვითრეგულირებადი (კიურის ტემპერატურით შემოსაზღვრული) ჰიპერთერმიისთვის. ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია სინერგიული მოქმედების კომბინირებული სამკურნალო აპარატების და ინსექტიციდების ინტენსიური კვლევა, აგრეთვე 137 Cs-ით დაბინძურებული ნიადაგების ფიტორემედიაციის ინოვაციური მეთოდების შემუშავება.