ვარ ქიმიის დოქტორი. 2015 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ვმუშაობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში ლაბორატორიის ინსტრუქტორ-მენეჯერად. 2011 წლიდან დღემდე ვარ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულ ალიციკლურ ნაერთა სინთეზისა და კვლევის განყოფილების მეცნიერთანამშომელი.  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ორჯერ ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ, სააბრუკენში, ზაარლანდის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მივიღე და დავეუფლე მულტიკომპონენტური რეაქციით დიპეპტიდების სინთეზსა და კვლევას. მოპოვებული მაქვს ერთი სადოქტორო და ერთი ახალგაზრდა მეცნიერის გრანტი საქართველოში.  ორ მიმდინარე ფუნდამენტურ გრანტში ვარ კოორდინატორის და ძრითადი შემსრულებლის პოზიციაზე. 2015 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით ვიმყოფებოდი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტაჟირებაზე.

ჩემს სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს  ორგანულ ნაერთთა, კერძოდ, დიპეპტიდების, ადამანტანის შემცველი ამიდების, იმინების, ბენზიმიდაზოლების და ინდოლშემცველი ნაერთების სინთეზი და კვლევა. 

სამეცნიერო ინტერესები
  • ორგანული სინთეზი
  • მულტიკომპონენტური რეაქციები