ჩვენი ჯგუფი სპექტრალური ანალიზის მეშვეობით იკვლევს ლაბორატორიაში სინთეზირებული ფოტოქრომული ნივთიერებების-სპიროპირანების- ფიზიკურ- ქიმიურ თვისებებს. მიზანია ოპტიმალური (მაღალი: ფოტომგრძნობიარობის, კვანტური გამოსავლების, ფოტოინდუცირებული ფორმის სტაბილურობის, დეგრადაციის დაბალი ხარისხის) თვისებების ნიმუშების გამოვლენა. პრინციპით „მოლეკულიდან ჭკვიან მასალამდე“  ვსწავლობთ მათი ინფორმაციის ჩამწერ სამგანზომილებიან დამმახსოვრებელ და გადამამუშავებელ მოწყობილობებში,  ოპტიკური სიმკვრივის რეგულირებად ფილტრებში, ოპტიკურ გადამრთველებში, სხვადასხვა სახის სენსორებში, მოლეკულური მანქანების ლოგიკურ მოწყობილობებში, ცოცხალ ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატების მისამართით მიმწოდებელი ნანოკონტეინერების შესაქმნელად მათი გამოყენების შესაძლებლობებს. 

სამეცნიერო ინტერესები
  • მაღალი ფოტომგრძნობიარობის, კვანტური გამოსავლების, ფოტოინდუცირებული ფორმის სტაბილურობის, დეგრადაციის დაბალი ხარისხის სპიროპირანების გამოვლენა.
  • ლაბორატორიაში სინთეზირებული ახალი ჰიბრიდული სპიროპირანების კვლევა.
  • სპიროპირანული მიცელების საფუძველზე ცოცხალ ორგანიზმში წამლის ტარგეტირებულად გადამტანი ნანოკონტეინერის შექმნის შესაძლებლობა.