გოდერძი ლეჟავა, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება
განყოფილება იკვლევს ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ პრობლემებს. აგრეთვე მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითი სისტემების შექმნაზე; ინტერესების სფეროს შეადგენს: სემანტიკური ინფორმაციის რაოდენობრივი შეფასების მეთოდები; ინდუქციური ლოგიკის საბაზისო ოპერატორი და ინდუქციური გამოყვანის პროცესორი; ამ პროცესორის ბაზაზე ისეთი აქტუალური პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა, რომლებიც დაკავშირებულია სწრაფად მიმდინარე პროცესების მართვასთან და, საერთოდ, დროის რეალურ მასშტაბში მუშაობასთან. ინტერესების სფეროს მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი კიბერნეტიკული მოწყობილობები, როგორიცაა ინტელექტუალური მიმყოლი სისტემები; უპილოტო ნავიგაციის სისტემები, ჩაის ფოთლის შერჩევით საკრეფი რობოტული სისტემები.
- სახეთა ამოცნობის ალგორითმები; რეალურ დროში მომუშავე პრაქტიკული დანიშნულების ამოცანებისათვის ამ ალგორითმების სწრაფი რეალიზაციისათვის ოპტოელექტრონული მოწყობილობების დამუშავება; ხელოვნური ინტელექტის პრობლემების კვლევა; ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითი სისტემების დამუშავება