მადლენა კოწოწაშვილი

მადლენა კოწოწაშვილი  სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (კვალიფიკაცია ჟურნალისტი, მაგისტრთან გათანაბრებული), 1999 წელს დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი (მეორე სპეციალობა, კვალიფიკაცია იურისტი) და ამავე 1999 წელს დაამთავრა თსუ ასპირანტურა . იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ( ,,The Georgian Jurnal of Genetic Ecology“ , ,,მაკრო მიკრო ეკონომიკა” ) რედაქტორი. აქვს მედიაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით. გამოქვეყნებული აქვს 30 -მდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში. მათ შორის, ავტორია ორი კოლექტიური მონოგრაფიის, რომლებიც გამოცემულია აღიარებული საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრების მიერ (ICI Clobal USA, ICOPEC UK). არის AESC (the Caucasus’ regional association of European Studies) წევრი. გარდა ამისა, აქვს 8 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და არის 5 სასწავლო კურსის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 

კვლევის სფეროა: საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა,  დემოკრატია, საერთაშორისო მიგრაცია. 

სამეცნიერო ინტერესები
  • საერთაშორისო პოლიტიკა
  • საერთაშორისო მიგრაცია, საერთაშორისო უსაფრთხოება, გლობალური ტურიზმი
  • კონფლიქტები
  • დემოკრატია
  • გეოპოლიტიკა