მაქვს პედაგოგიური საქმიანობის 21 (ოცდაერთი) წლის სტაჟი. 2002 წლიდან დღემდე ვეწევი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 2013 წლიდან - დღემდე მიკავია რექტორის მრჩევლის ( სამართლებრივ საკითხებში ) პოზიცია თსუ - ში. 2007 წლიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.. წლების მანძილზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მეკავა ასოცირებული პროფესორის და სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობები და ვახორციელებდი პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც იურუდიულ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე. ასევე ზოგიერთ კერძო უმაღლესი სასწავლებელში ვიყავი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელიც..
- ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართალი, საფინანსო სამართალი, საბიუჯეტო სამართალი, საბაჟო სამართალი, საგადასახადო სამართალი.