დავამთავრე თბილისის 128-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. საბაკალავრო საფეხური დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წითელ დიპლომზე, ფაკულტეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის. სწავლის განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის ხუთ გზის სტიპენდიანტი მაღალი აკადემიური მოსწრების გამო. სასწავლო პროგრამით ვიმყოფებოდი აშშ-ში, იტალიასა და გერმანიაში.
სამაგისტრო პროგრამა გავიარე ილიას უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც ასევე დავამთავრე წითელ დიპლომზე. სამაგისტრო საფეხურზე სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო ვიყავი სტიპენდიანტი. სწავლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
2016-2019 წლებში ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე, რომლის წარჩინებით დასრულების შემდგომ მომენიჭა დოქტორის ხარისხი. გამოქვეყნებული მაქვს 26 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 11 დოქტურანტურაში სწავლის განმავლობაში სადისერტაციო თემატიკაზე. ნაშრომები გამოცემულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ-სომხეთში, უკრაინაში, სინგაპურში, გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და ესტონეთში.
2014 წლიდან ვმუშაობ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2019 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.
2022 წლიდან ვარ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.
- სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბიზნეს განვითარების ტენდენციები
- მერკეტინგული კომუნიკაციები და საბაზრო გამოწვევები
- ბიზნესი, მენეჯმენტი