
ნინო ბენდიანიშვილი დაიბადა ქ. თბილისში. 2011 წელს მედალზე დაამთავრა ქ. თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლა და გადაეცა წარჩინებულის ატესტატი.
2011 წელს, ეროვნული გამოცდებით, გრანტით სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2015 წელს. შემდეგ გადავიდა სწავლების მომდევნო საფეხურზე და სწავლა გააგრძელა ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე იმავე ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაასრულა.
სკოლის ასაკიდანვე მონაწილეობას აქტიურად იღებდა სხვადასხვა მოსწავლეთა თუ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, პროექტში, სტაჟირებასა და ღონისძიებაში. იყო როგორც პრეზიდენტის, ასევე ქ. თბილისის მერიისა და სოკარის სტიპენდიანტი.
2018 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. აქტიურად იღებდა და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, ვებინარსა თუ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია და აგრეთვე სპეციალობასთან დაკავშირებული სტატიები. დაჯილდოვდა ახალგაზრდა მეცნიერ მკვლევარის საპატიო სიგელით. არის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი.
2019 წლიდან არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი და დეკანატში უფროსი სპეციალისტი. ასევე მუშაობდა საქართველოს ბანკში დისტანციური ბანკირად და შპს სკოლა „აკადემოს“-ში იყო პედაგოგი, ფინანსური მენეჯერი და პიარ მენეჯერი.
გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი, როგორიცაა: „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, „ჰიბრიდული/შერეული სწავლა სწავლების როლი პანდემიის დროს“, "ციფრული მმართველობის სააგენტოს" კურსი, „ვიდეო, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი პედაგოგებისათვის დისტანციური სწავლების დროს“ ERASMUS+ PRINTeL“, "სწავლისა და სწავლების ხარისხის გაძლიერება" Tempus Public Foundation - PROFFORMANCE + და სხვა.
- ეკონომიკა, ინვესტირები, ეკონომიკური თეორიის თანამედროვე პრობლემები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები, საერთაშორისო ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ინოვაციური განვითარება.