2019 წელს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა დავიწყე საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში ჯერ მოწვეული მასწავლებლის, ხოლო შემდგომ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
2019 წლიდან ვატარებ ლექციებსა და სემინარებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, ელექტრონული მმართველობის - შიდასახელისუფლებო პროცესების რეინჟინერინგის, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებების სისტემების, თანამედროვე სოციალური პოლიტიკის, ლოგისტიკის, სტრატეგიული მართვის საფუძვლების, საჯარო მმართველობის ორგანოების საგნებში, ვცდილობ ჩემი ცოდნა, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული თეორიულ ცოდნასა და საჯარო სამსახურში საქმიანობით მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებზე, გადავცე სტუდენტებს, რათა მათ მიიღონ ჯეროვანი ცოდნა საჯარო სამსახურში ინოვაციური ტექნოლოგიების და ელექტრონული მმართველობის დასანერგად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეპტუალური საკითხების გასააზრებლად, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის მიდგომების ჩამოსაყალილებლად, საჯარო მმართველობის ორგანოების ფუნქციონირების ძირითად მიმართულებათა გასააზრებლად, ასევე ლოგისტიკის არსის, როლისა და მნიშვნელობის გასაცნობიერებლად, სტრატეგიული მართვის საფუძვლების დასაუფლებლად.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტეზე მოსწავლე სტუდენტები აღიჭურვებიან ისეთი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდნენ მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე პროფესიონალებად, რაც უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სისტემის გარდაქმნის ხელშეწყობის საქმეში.