სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი მოდებაძე სწავლობდა ვორვიკის, ვულვერჰამპტონის, კენტის, ბერლინისა და მალაგის უნივერსიტეტებში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციერებათა ფაკულტეტზე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სპეციალობით საზოგადოება და პოლიტიკა). 2006-2010 წლებში სწავლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა).

           2013-2021 წლებში ვალერი მოდებაძე იყო საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეციერო ჟურნალის - "სამართალი და ეკონომიკა"-ს რედაქტორი. ამჟამად არის ორი საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი (SADAB Journal of Social Research and Behavioral Sciences და Kutbilim Journal of Social Sciences and Arts).  

ვალერი მოდებაძე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებში, კონფერნციებში და არის საეთაშორისო სიმპოზიუმის (International Eurasian Symposium on Social Sciences and Arts) საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,  ასევე ამ სიმპოზიუმის სამეცნირო კომიტეტის წევრი.    გამოქვეყნებული აქვს წიგნები და ნაშრომები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ამჟამად არის 11 წიგნის და 90 სამეცნიერო სტატიის ავტორი. რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში. ვალერი მოდებაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და 2010 წლიდან მოყოლებული ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.   ფლობს 5 ენას (ინგლისური, გერმანული,ესპანური, რუსული და ქართული).   

სამეცნიერო ინტერესები
  • პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, კონფლიქტების ანალიზი, საგარეო პოლიტიკა, ეთნიკური კონფლიქტები და ომები.
  • საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, უცხო ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში.