მე ვარ, ნანი ლომაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე, შემდეგ დავამთავრე თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მომენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

 თავისუფალი პრესის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოვეცი დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „გაუხმაურებელი ფაქტები“ , რომლის მთავარი რედაქტორი ვიყავი. ამავე პერიოდში, საქართველოს ჟურნალისტთა ყრილობაზე, ამირჩიეს ქვეყნის ჟურნალისტთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად,

წლების მანძილზე ვიყავი თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტის პრორექტორი, ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. 

პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დავინიშე ქალაქ თბილისის პროკურორის უფროს თანაშემწედ.

2004 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურებისა და დოკუმენტაციის მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

ვარ „ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დამფუძვნებელი, ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

2000 წლის 1 იანვარს დამაჯილდოვეს „ღირსების ორდენით“. .

ვთვლი, რომ ჩემი ყველაზე დიდი ღირსება ჩემი ოჯახია. ასევე ის, რომ ვარ ორგანიზებული, ოპერატიული, კომუნიკაბელური, პრინციპული, თავმდაბალი, მიმტევებელი, მაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, და რაც მთავარია, ადამიანებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი.


 

სამეცნიერო ინტერესები
  • მედიასაშუალებებში ადამიანის უფლებების დაცვისა და მედიასამართლის პრინციპების იმპლემენტაცია
  • ჟუნალისტთა პროფესიული ეთიკა და მედიასამართლებრივი კანონმდებლობა
  • დეზინფორმაციის გავრცელებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევები და სამართლებრივი რეგულაციები