მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება 2006-2016 წლებში. ვიყავი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების (თბილისის, ბოლნისის, ცაგერის) მოსამართლე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. საქართველის იუსტიციის საბჭოში მუშაობა 9 წლის განმავლობაში, როდესაც საქმიანი შეხება მქონდა სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების საკითხებთან. ასევე 2004-2006 და 2016-2020 წლებში ადვოკატი სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საკითხების სპეციალიზაციით.

ამჟამად ვმუშაობ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პრობლემებზე, მათ შორის სადოქტორო თემაზე “ინტელექტუალური საკუთრების დაცულობა როგორც ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი“.

მონოგრაფია და რამდენიმე სტატია მიძღვნილი მაქვს ინტელექატუალური საკუთრების სამართლის საკითხებზე.

სამეცნიერო ინტერესები
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ინოვაციების კომერციალიზება უნივერსიტეტებში
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი მოიცავს სამრეწველო საკუთრებისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართალს. ჩემი ინტერესის სფეროა სამრეწველო საკუთრების სამართალი. სამართლიანი კონკურენციის საკითხები მნიშვნელოვანია ამ დარგში და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტების ირგვლივ მაქვს სამუშაო არეალი.
  • ასევე ვმუშაობ გამოგონებებისა და ზოგადად სამრეწველო სამართლის ობიექტების კომერციალიზების პრობლემებზე, განსაკუთრებით უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებზე.
  • ინტელექტუალური საკუთრების როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში