ზურაბ გოცირიძე
2003 წელს გავხდი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში და იმავე წელს დავიწყე მუშაობა იმავე ფაკულტეტზე. აკადემიური ხარისხი დავიცანი 2012 წელს უკვე კულტუროლოგის სპეციალისობით. აკადემიურ სფეროში მიმუშავებია მომიჯნავე დისციპლინებზე და წამიკითხავს სალექციო კურსები როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, ასევე მედიატექნოლოგიების, ზოგადი ენათმეცნიერების, ლიტერატურის ისტორიის, ბოჰემისტიკის (ჩეხეთმცოდნეობის" და ჩეხურ ენაში. (საწყის დონეზე).
სამეცნიერო ინტერესები
- ელიტების და დახურული საზოგადოებების ისტორია
- ბოჰემისტიკა
- მედიის როლი გლობალიზაციის პროცესებში და დიგიტალიზაცია
- ჩემი კვლევს ინტერესის სფეროს წარმაოდგენს პოლიტიკურ პროცესებზე ეთნიკური, კულტუროლოგიური, ეთნოკულტურული, რელიგიული და სოციალური ფაქტორების გავლენა. ესქალოტოლგიური დისკურსები აბრამისეულ რელიგიებში და მათი გამოხატულება თანამედროვე აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში. ე.წ. თეოპოლიტიკის ჩანასახები. გარდა ამისა მსოფლიო ლიტერატურა და ლიტერატურის ისტორია. ენა, როგორც ნებისმიერი კულტურის გასაღები, თარგმანი, მათ შორის მხატვრული. ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს, ვეუფლები ჩეხურს და ფრანგულს.