ჩემი კვლევის სფერო მოიცავს უახლეს ისტორიაში საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისა და მისი პირველი პრეზიდენტის საერთაშორისო პილიტიკური კავშირების კვლევით და იმ მიზეზების ახსნით, რამაც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა განაპირობა. ამ თემას სტუდენტობიდან მოყოლებული ვიკლვლე, ჩემი ჟურნალისტური და პუბლიცისტური საქმიანობის გენერალური ხაზიც სწორედ ეს მიმართულებაა და ამდენად გასაკვირი არ არის, რომ ჩემი სამეცნიერო მუშაობის ფოკუსში სწორედ ეს თემატიკა მოხვდა. სტუდენტებთანაც ლექცია-სემინარების დროს ხშირად ვმართავთ დებატებსა და დისპუტებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

სამეცნიერო ინტერესები
  • პოლიტოლოგია
  • გლობალური პოლიტიკა
  • საერთაშორისო ტერორიზმი
  • ჩემი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული ხელისუფლების საქმიანობა, მისი დამსახურებები, შეცდომებ და იმ მიზეზების დადგენა, რომელმაც მაშინდელი ხელისუფლების დამხობა გამოიწვია.