ასოცირებული პროფესორი

ვარ სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ა. სოხაძის სახ. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

1978-83 წწ-ში წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1989-1993 წელს დავამთავრე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია კ.ზავრიევის სახ. სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, ასპირანტურის კურსი სპეციალობით „სამშენებლო მექანიკა“. 2017 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტურანტურა. დავიცავი დისერტაცია თემაზე „კარკასულ–ბმულ სისტემაში არმატურის წინასწარდაძაბვის ცვლილება, ბეტონის ცოცვადობის დეფორმაციების გავლენით“.  


სამეცნიერო ინტერესები:         


ჩემი კვლევის ინტერესების ძირითად სფეროს წარმოადგენს სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტების თავისებურებები.

სამშენებლო კონსტურქციების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები. წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციები. ლითონის კონსტრუქციები. სამშენებლო მექანიკის სწავლების მეთოდები.

სამეცნიერო ხელმძღვანელობას ვუწევ მაგისტრებს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას.  

სამეცნიერო ინტერესები
  • შენობა-ნაგებებოებში ბეტონის ცოცვადობის გავლენის საკითხები
  • სამშენებლო კონსტრუქციები
  • ლითონის კონსტრუქციები
  • ხის კონსტრუქციები