თეა ჰასრათოვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია, 2006-2017 წლებში იყო მისი წარჩინებული სტუდენტი და სტიპენდიანტი, ფლობს ფინანსების დოქტორის აკადემიურ ხარისხს. 2021 წლის აკადემიური კონკურსის შედეგად იკავებს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას. საბანკო სექტორში აქვს მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება, ამჟამად კრედო ბანკში უკავია შიდა აუდიტორის თანამდებობა, პარალელურად არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების წამყვანი აუდიტორი, ფლობს საერთაშორისო, წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატს ISO/IEC 27001:2013 & EN ISO/IEC 27001:2017 შესაბამისად. მონაწილეობა მიღებული აქვს 3 საერთაშორისო კონფერენციაში, 15 ტრენინგსა და 2 სემინარში. არის 9 სტატიისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. ფლობს რამდენიმე უცხო ენასა და კომპიუტერულ პროგრამებს.
- აუდიტი, ფინანსები, საბანკო საქმე, მენეჯმენტი, მარკეტინგი.