ასისტენტ პროფესორი

ანი ბიბილურს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია, 2009-2018 წლებში იყო მისი წარჩინებული სტუდენტი და სტიპენდიანტი, ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს. 2018 წლიდან იყო მოწვეული სპეციალისტი და შემდეგ უფროსი მასწავლებელი. 2021 წლის აკადემიური კონკურსის შედეგად იკავებს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას. საბანკო სექტორში აქვს მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, ამჟამად საქმიანობს ჯანდაცვის სექტორში ხარისხის მართვის სპეციალისტად, პარალელურად არის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი, ფლობს საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტორის სერტიფიკატს ISO9001:2015 და ISO19011:2011-ის შესაბამისად, ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი. მონაწილეობა მიღებული აქვს 36 საერთაშორისო კონფერენციაში, 14 ტრენინგსა და 7 სემინარში. არის 49 სტატიისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. ფლობს რამდენიმე უცხო ენასა და კომპიუტერულ პროგრამებს.


სამეცნიერო ინტერესები
  • ფინანსები, საბანკო საქმე, სადაზღვევო საქმე, მენეჯმენტი, ხარისხის მენეჯმენტი, მარკეტინგი, აუდიტი, ადამიანური რესურსების მართვა.