ასისტენტ პროფესორი

დღეისათვის მაქვს საბანკო სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, რა დროის მანძილზეც გავიარე 9 კარიერული საფეხური - საკრედიტოსა და საოპერაციოს ჩათვლით. ბანკში მუშაობა დავიწყე ყველაზე დაბარი რგოლის საფეხურიდან - გარე გაყიდვების აგენტიდან. შესაბამისად ჩემი სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია. ამხნის განმავლობაში საუკეთესოდ დავეუფლე მომხმარებელთან ურთიერთობას მაქსიმალური ნდობის თანხლებით და ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მაქსიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნო კლიენტის კმაყოფილება და დამსაქმებლის მოთხოვნა.

სწორედ ჩემი გამოცდილება მეხმარება, რომ სწორი ინფორმაცია გადავცე მომავალ თაობას საბანკო სფეროსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი მათ დაეხმარება დამსაქმებლის სწორად არჩებასა და მუშაობის დაწყებაში.


სამეცნიერო ინტერესები
  • სადაზღვევო სფერო
  • საბანკო საკრედიტო პროდუქტები
  • საბანკო საქმე
  • მენეჯმენტი
  • საბანკო რეგულაციები