ასისტენტ პროფესორი

ნინო ბახტაძე - ასისტენ პროფესორი

2002 წელს დავამთავრე ქ. ხონის მოსე ხონელის სახელობის I საჯარო სკოლა, ამავე წელს სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 2006 სწავლა გავაგრძე სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურაში, რომლის სწავლის პროცესში (2007-2012 წლებში) მუშაობა დავიწყე შპს „სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგში“ სპეციალისტად. 2010-14 წლებში სწავლა გავაგრძე დოქტორანტურაში. ჩემი სადისერტაციო თემა იყო „შენობის ფუძის დაწნეხვა-შეწნეხვის მეთოდი“. მშენებლობის საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული შენობა-ნაგებობათა საინჟინრო-გეოლოგიური პირობებისა და გრუნტოვან გარემოსთან, ამდენად საინჟინრო-ტექნიკური კვლევის საკითხები მეტად საპასუხიმგებლოა და გრუნტის სიმტკიცის მახასიათებელების არასრულყოფილად შეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტად მძიმე შედეგები.

ნორმალური ექსპლუატაციისა შენობა-ნაგებობებში ხშირად მაინც შეიმჩნევა არათანაბრად ჯდენები, რაც ხშირად ქანების სიმტკიცის შემცირებისთა არის დაკავშირებული.

2011 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო ლაბორატორიაში ინჟინერ-ოპერატორის თანამდებობაზე,ხოლო 2022 წლიდან კი ლაბორატორიის ხარისხს მენეჯერის თანამდებობაზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი ნაყოფიერი მუშაობისთვის, ლაბორატორიის ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან ერთად მაქვს სხვადასხვა გამოკვლევები ჩატარებული შენობა-ნაგებობებზე, ამ წლების მანძილზე გამოცდილება მივიღე როგორც სამშენებლო მასალების გამოცდაში, ასევე ადგილობრივი სამშენებლო მასალების კვლევა ძიებაში. სურვი მაქვს შევისწავლო საქართველოში არსებული ადგილობრივი მასალები , რათა შევადგინო არსებული მასალებზე დაყრდნობით გეოლოგიური რუქა - დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე. 

სამეცნიერო ინტერესები
  • სამშენებლ მასალების ფიზიკურ-მექანიკური კვლევა