მარინა კაპანაძე

მარინა კაპანაძე, პროფესორი; ვარ ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო და საესპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მიმყავს სალექციო კურსები ,,ქიმიის ისტორიას", ,,მინისა და კერამიკის ზოგად ტექნოლოგიასა" და ,,არალითონური მასალების მასალათმცოდნეობაში“. გამოცემული მაქვს 1 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო, 7 დამხმარე სახელმძღვანელო. გამოსაცემად გადაცემულია:  სახელმძღვანელოს ,,არალითონური მასალების მასალათმცოდნეობა" და ,, პოპულარული ფიზიკური ქიმიის" კურსის მე-5 დამხმარე სახელმძღვანელო. გამოქვეყნებული მაქვს 66 სამეცნიერო ნაშრომი. სისტემატურად ვმონაწილეობ კონფერენციებსა და ტრეინინგებში. მონაწილეობა მაქვს მიღებული 32 საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში, გავიარე ტრეინინგები სხვადასხვა სფეროში (19 ტრეინინგი); ვარ: შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან" ხელმძღვანელი; Vatl - ვირტუალური აკადემიის წევრი - https://vatl.ysu.am/index.php/cb-profile; ,,ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების", ,,ქიმიის", გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის", ,,ფარმაციის" და ,,სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის" დეპარტამენტების სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიის წევრი; საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის წევრი; ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების  წევრი; მსოფლიო კერამიკოსთა საზოგადოების  წევრი; საერთაშორისო ჟურნალის ,,კერამიკა და მოწინავე ტექნოლოგიები“, რედკოლეგიის წევრი; მიღებული მაქვს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტიდან დეპონირების დამადასტურებელი მოწმობა 9520. ნაწარმოები ჭკვიანი ნანოკომპოზიტები: SiO-Si-Al2O3



სამეცნიერო ინტერესები
  • მინის, სმალტების და კერამიკის ტექნოლოგია
  • მინანქრის ტექნოლოგია, არქეოლოგიური მინებისა და კერამიკული ნაკეთობების ტექნოლოგიური კვლევა
  • არალითონური მასალების მასალათმცოდნეობა