ქეთევანი სარაჯიშვილი

ჩემი  სამეცნიერო კვლევის სფეროა  ფიზიოლოგიურად აქტიური ამინომჟავების სინთეზი, გრაფენის ოქსიდების და მათგან მიღებულ მასალებიდან ახალი ტიპის ბიოლოგიურად აქტიური კომპოზიტების შექმნა და მათი გამოყენება ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად და ასევე, სურსათისა და ღვინის წარმოებაში გამოყენების მიზნით.

სურსათიდან და ღვინისგან ქიმიური და ბიოლოგიური პოლუტანტების მოსაცილებლად მემბრანის კომპონენტებად ნახშირბადის 2D და 3D სტრუქტურული ფორმების, გრაფენის, აღდგენილი გრაფენის ოქსიდის და მათი ნაწარმების გამოყენება, მათი ანტიბაქტერიული თვისებების შესწავლა. ნანოზომის მეტალებისა და მეტალთა ოქსიდების მარცვლების შემცველი ნანოკომპოზიტების სინთეზი.

  კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები ასახულია 80-მდე სამეცნიერო პუბლიკაციაში და 1 სახელმძღვანელოში. გამოქვეყნებული მაქვს პუბლიკაციები საერთაშირისო რეფერირებად ჟურნალებში.


სამეცნიერო ინტერესები
  • ნანოტექნოლოგიები, ეკოლოგია, კვების ტექნოლოგიები.