ასისტენტ პროფესორი

დავიბადე 1989 წლის 18 ივლისს. წარჩინებით დავამთავრე სკოლა და გრანტით განვაგრძე სწავლა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ივ. ჯავახიშვილის სახ. სახ. უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე.

2010-2012 წლებში მოვიპოვე სახელმწიფო დაფინანსება და მივიღე მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში ჟურნალიზმისა და მასკომუნიკაციის მიმართულებით.

2015-2016 წლებში დავამთავრე ქართულ-ჰოლანდიური ინსტიტუტი " NIMA" და ავიღე 11 ქვეყანაში აღირებული მარკეტინგის სპეცილიასტის დიპლომი. 

2016-2020 წლებში ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე. დოქტორის ხარისხი მოვიპოვე პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში საჯარო სამსახურში.

ინტერესის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობა, საჯარო მოხელის ინსტიტუტი, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი და მედიის როლი მმართველობაში.

ჩემი სატელევიზიო სტუდიის ფარგლებში შეიქმნა საავტორო გადაცემა " სხვა მხარე", რომლის ავტორიც და წამყვანიც ვიყავი მე და შევქმენით ღვაწლმოსილი მეცნიერების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ბიოგრაფიული ჩანახატების ოქროს ფონდი.

დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩეული ასისტენტ-პროფესორი და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.

სამეცნიერო ინტერესები
  • საჯარო სამსახური
  • სახელმწიფო მმართველობა
  • პერსონალური მონაცემების დაცვა