მაია გოგალაძე – აკადემიური დოქტორი
2005 წლიდან დღემდე ჩემი სამეცნიერო კვლევის სფეროა ესენციური ელემენტების შემცველი ხელატური ნაერთების სინთეზი და ფიზიკურ-ქიმიური კვლევა. მათი გავლენის შესწავლა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველებისა და ფრინველის ზრდა-განვითარებაზე, ფიზიოლoგიურ მდგომარეობაზე; ხელატების ეფექტური და ოპტიმალური დოზების დადგენა; ხელატების საფუძველზე ეკოლოგიურად უსაფრთხო პრემიქსისა და სასუქების მომზადების ტექნოლოგიური სქემის და რეცეპტების შექმნა.
კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები ასახულია 11 პატენტში, 83-მდე სამეცნიერო პუბლიკაციაში და 1 წიგნში. მონაწილეობა მაქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებში როგორც კოორდინატორი და ძირითადი შემსრულებელი.
ინტერესების სფერო: ხელატური ნაერთების სინთეზი და გამოყენება (ვეტერინარია, აგრონომია, მედიცინა)
- კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია
- ხელატური ნაერთების სინთეზი და გამოყენება (ვეტერინარია, აგრონომია, მედიცინა)