თამარ წილოსანი
სამეცნიერო ინტერესები
- ფერად მეტალურგიაში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კვლევა-ძიება.
- ჩვენი მიმართულების კვლევის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის მადნებიდან ფერადი ლითონების ამოღების ტექნოლოგიური ციკლის შემუშავება. კერძოდ, პირო- და ჰიდრომეტალურგიული ტექნოლოგიების შესწავლა. ამ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შევასწავლით მძიმე ფერადი ლითონების, იშვიათი ლითონების, ძვირფასი ლითონების, ნახევარგამტარ მასალათა წარმოების, რადიაქტიური ლითონების შემცველი მადნებიდან/კონცენტრატებიდან ფერადი ლითონების მოპოვება-დამუშავების ტექნოლოგიურ ციკლებს. კონკრეტული მადნის/კონცენტრატის შემთხვევაში ვახდენთ უპირატესობის მქონე ტექნნოლოგიური სქემის გამოვლენას. სქემის, რომელიც გამოირჩევა სასურველი ლითონის ამოღებისთვის საჭირო აპარატურული გაფორმებით, პარამეტრების სიზუსტით, ტექნოლოგიის მაქსიმალური სიმარტივით, ეკონომიკური რენტაბელობით და ამოსაწვლილი ლითონის მაღალი სისუფთავით. ჩვენი მუშაობის ძირითადი მიზანია განვავითაროთ უფრო დახვეწილი და რენტაბელური ტექნოლოგიური სქემა, რომლის შედეგადაც მიღწეული იქნება ფერადი ლითონების მეტალურგიაში მადნებდან/ კონცენტრატებიდან ლითონების ამოღების მაღალი ტექნო-ეკონომიკური მაჩვენებლები.