ინგა ჯანელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
1992 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ინჟინერ ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით, 2009 წლის 12 იანვარს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, მომენიჭა - ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი მაქვს ტრენინგები, ვფლობ სერთიფიკატებს, მოწმობებს და დიპლომებს.
ვმონაწილეობ სამეცნიერო ფორუმებში, საგრანტო პროექტებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული მაქვს 61 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია, ვარ რამოდენიმე პროექტის ავტორი /თანაავტორი და ერთი გამოგონების ავტორი.
2020 წლიდან ამერიკის სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია Sigma Xi-ის (The Scientific Research Donor Society , USA) წევრი.
წლების განმავლობაში დავაგროვე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ადმინისტრაციულ და მენეჯერულ სფეროში მოღვაწეობის მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. მიღებული მაქვს არაერთი ჯილდო და პრემია.
ჩემი განათლება, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და პიროვნული თვისებები მეხმარება საკუთარი ფუნქცია მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებაში, გამოვირჩევი პასუხისმგებლობის გრძნობით, ორგანიზაციულობით, პუნქტუალურობით.
2019 წლიდან ვმოღვაწეობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში და ასევე ვარ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.
- შავი და ფერადი ლითონების მეტალურგია;
- მეტალურგიული პროცესების თერმოდინამიკა;
- თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგიები;
- ფხვნილთა მეტალურგია;
- გარემოს უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება;