ასისტენტ პროფესორი

მოგახსენებთ, რომ 2004 წელს გავხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტი. 2008 წელს მომენიჭა მშენებლობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (BD №015289), 2010 წელს ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (MD №003343), ხოლო 2014 წელს მომენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში (DOC №000211).

2010-2011 წელს გავიარე სტაჟირება ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიაში, სადაც შევისწავლე საშენი მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები.

2011 წელს დავიკავე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო ლაბორატორიაში ლაბორანტის თანამდებობა, ხოლო 2012-2022 წლებში ვიკავებდი იგივე ლაბორატორიაში ინჟინერ-ოპერატორის თანამდებობას.

2015-2021 წლებში ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიებისა და საშენი მასალების მიმართლებით.

 2014-2016 წლებში მივიღე მონაწილეობა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში ძირითად პერსონად სახელწოდებით „ახალი წყალმედეგი დატკეპნილი ბეტონები და მათი გამოყენება მშენებლობაში“. 2016-2018 წლებში მივიღე მონაწილეობა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში ახალგაზრდა მეცნიერად სახელწოდებით „ახალი წყალმედეგი დატკეპნილი ბეტონები და მათი გამოყენება მშენებლობაში“. 2016-2018 წლებში მივიღე მონაწილეობა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში ძირითად შემსრულებლად სახელწოდებით „ბეტონის ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლების გამოკვლევა ადსორბციული თეორიის პოზიციიდან“.

სამუშაო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებული მაქვს 15 სტატია, 4 საერთაშორისო კონფერენცია (2 საქართველო, 1 საფრანგეთი, 1 იტალია). მონაწილეობა მაქვს მიღებული შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 3 გრანტში.

ჩემს ინტერესის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე სამშენებლო მასალები, მათი გამოკვლევა საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და გაზიარება სტუდენტებთან.

სამეცნიერო ინტერესები
  • თამედროვე საშენი მასალების კვლევა