ასისტენტ პროფესორი

მე, სოფიო გიგაური, დავიბადე 1961 წლის 19 აპრილს. 1978 წელს დავამთავრე ქ.თბილისის 84-ე საშუალო სკოლა. 1980-1986 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიისა და ავტომატიკის ფაკულტეტზე, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების სპეციალობით და მომენიჭა ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაცია. 1979 წლიდან 2017 წლამდე ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტში ჯერ უფროს პრეპარატორად, შემდეგ უფროს ლაბორანტად. 2017 წელს დავიცავი სადოქტორო ნაშრომი და მომენიჭა ინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ამავე წლიდან ვმუშაობ შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ჯერ მოწვეულ მასწავლებლად, 2021 წლიდან - ასისტენ-პროფესორად. მაქვს 11 სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო და ორი მეთოდური მითითება, მონაწილეობა მაქვს მიღებული ორ კონფერენციაში.

სამეცნიერო ინტერესები
  • შრომის უსაფრთხოება
  • საწარმოო ავარიები და კატასტროფები
  • ტექნოსფერო და ეკოსისტემები
  • გარემოს ფიზიკური დავინძურება