საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.
ვარ 17 სამეცნიერო შრომის ავტორი. ვმონაწილეობ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში (2020-2022 წ.წ.). სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიმყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში (ზოგადი გეოფიზიკა, გეოფიზიკა, საველე გეოფიზიკა, ზოგადი გრავიმეტრია, გეოდეზიური გრავიმეტრია, მაღალი სიზუსტის გრავიმეტრია, სარეწაო გეოფიზიკა, კაროტაჟული სამუშაოები ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებისას, გეოფიზიკური გაზომვები ბურღვის პროცესში).
დავიბადე ქ. თბილისში 1972 წლის 25 ივლისს.
1989 წელს დავამთავრე ქ. თბილისის ი.ვეკუას სახელობის ფიზ-მათ. საშ. სკოლა;
1989 წელს ჩავირიცხე ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე;
1994 წელს დავამთავრე აღნიშნული უნივერსიტეტის სრული კურსი, ფიზიკის, გეოფიზიკის სპეციალობით;
1996 წლიდან დღემდე ვმოღვაწეობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტში.
ამჟამად ასესტენტ პროფესორის თანამდებობაზე;
2020-2023 წ.წ. - ვ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ.ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი საზოგადოებრივ საწყისებზე;
2020-2023 წ.წ. - ჰიდროგეოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი;
2024 წლის 6 მარტიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად გეოლოგიის დარგში.
მყავს მეუღლე და ორი შვილი (ქალ-ვაჟი)
- საველე გეოფიზიკა; სარეწაო გეოფიზიკა